რა ღირს პროდუქტი რუსთავის აგრარულ ბაზარში [photo]

2020-05-21 14:02:36

რუსთავის აგრარულმა ბაზარმა, ე.წ სტამბულის ბაზარი, 6 მაისიდან სამუშაო პროცესი განაახლა. ®

სავაჭრო პროცესი ბაზარში დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ბაზრის ტერიტორიაზე ყველა ტიპის დახლი ფუნქციონირებს.

ბაზარში მისულ მომხმარებელს საშუალება აქვს მისაღებ ფასად ერთ სივრცეში შეიძინოს, ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, ჩირეულობა და მარცვლეული.

ბაზრის ადმინისტრაციის განცხადებით, პროდუქცია, რომელიც არის მალფუჭებადი ყოველდღიურად იცვლება.

რაც შეეხება ფასებს, ქალაქის მასშტაბით არსებულ სუპერმარკეტებთან შედარებით ყველა სახის პროდუქციაზე ფასები შედარებით იაფია.

იხილეთ პროდუქტის ფასები:

პომიდორი- 1კგ 3ლარიდან 3,5-მდე

ძველი კარტოფილი- 1კგ 1,5-ლარიდან 1,70-მდე

ახალი კარტოფილი- 1კგ 1,20-ლარიდან  1,5-მდე

კიტრი- 1კგ  1,5-ლარიდან  2-მდე

ბადრიჯანი- 1კგ 2-ლარიდან 3,5-მდე

ხახვი- 1კგ 1 ლარი

მწვანე ლობიო- 1კგ 3 ლარი

მარწყვი- 1კგ 3,5 ლარი

ალუჩა- 1კგ 2,5 ლარი

ბალი- 1კგ 5 ლარი

წითელი ვაშლი- 1კგ 3 ლარი

საქონლის ხორცი- 1კგ 15 ლარი

ღორის ხორცი- 1კგ 11-ლარიდან 12-მდე

იმერული ყველი- 1კგ 10 ლარიდან

სულგუნი- 1კგ 12 ლარიდან

ლობიო- 1კგ 6 ლარიდან 6,5-მდე

ბაზარს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად ერთი შესასვლელი და ორი გასასვლელი აქვს, რათა შემომსვლელთა და გამსვლელთა კონტაქტი არ მოხდეს.

შესასვლელებთან და გასასვლელებთან დაცვის თანამშრომლები დგანან და მომხმარებლებს თერმოსკრინინგსა და ხელის დეზინფიცირებას უტარებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ასევე იცავენ ბაზარში დახლებთან მდგომი მოვაჭრეები, რომლებიც აუცილებლად ატარებენ პირბადეებსა და ხელთათმანებს.

სამუშო პროცესის დაწყებამდე მოვაჭრეებს აუცილებლად უტარდებათ ასევე თერმოსკრინინგი.

ბაზარში რეკომენდაციების დაცვას ყოველდღიურად სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებენ.