პოლიციის მანქანა მოქალაქეს დაეჯახა

2020-05-19 15:35:53

ისანში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, ფეხით მოსიარულე მოქალაქეს პატრულის ავტომობილი დაეჯახა.

ახალგაზრდა მამაკაცის ფიზიკური დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.

"საქართველოს პროკურატურამ ქ.თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 19 მაისს გაბრიელ სალოსის გამზირზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ჯ., რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოძრავ მოქალაქე ა.ჯ.-ს შეეჯახა. ა.ჯ. საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები",- ნათქვამია განცხადებაში.


ფოტო არ ასახავს რეალობას

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები