ავტომობილების ძველ სანომრე ნიშნებს ვადა გასდის

2020-05-30 14:11:55

ავტომობილების ძველ სანომრე ნიშნებს ვადა გასდით და მძღოლებს მისი ახლით ჩანაცვლება დასჭირდებათ.

შინაგან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლას 18 მაისიდან განაახლა.

პიზიკურ და იურიდიულ პირებსაც ძველი სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა 72 ლარი დაუჯდებათ, ამ ფასში შედის ბანკის საკომისიო, ტექპასპორტის შეცვლა და ნომრის ბეჭდვა.

რაც შეეხება ფასიან ნომრებს, მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ხდება ფასიანი ნომრების გადაცვლა, ტარიფის მიხედვით და ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციას არჩევს მოქალაქე თავად.

თუ პირი ძველ ნომერს ახალ იგივე ფასიან ნომერში გადაცვლის მას იმავე საფასურის, 72 ლარის, გადახდა მოუწევს რასაც სხვა დანარჩენი.

მაგრამ თუკი ძველ ფასიან ნომერს ახალ ფასიან, მაგრამ უფრო ძვირიან ნომერში გადაცვლის, მოქალაქე ახალი ნომერის აღებისას გადაიხდის იმ სხვაობას რაც ძვეელი ნომრის ფასსა და ახალი ნომერის ფასს შორისაა.

მაგალითად თუ გაქვთ ძველი ნომერი, რომლის ღირებულებაც 200 ლარია და გინდათ ახალი ნომრის აღება რომლის ღირებულებაც 250 ლარია, იხდით 50 ლარს ახალ ფასიან ნომერში და ამატებს  36 ლარს ტექპასპორტის ღირებულებას. ჯამში გადაიხდის 86 ლარს.

ძველი ნიმუშის ნომრებს იურიდიული ძალა 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე აქვს.

RUSTAVI