ტრამპი მალარიის სამკურნალო წამალს ღებულობს

2020-05-19 01:29:42

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჰიდროქსიქლოროქინს სვავს.

ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტრამპის თქმით, უკვე კვირანახევარია რაც ის ამ წამალს მოიხმარს.

"ამ წამალს უკვე კვირა ნახავერია ვსვამ და ჯერ კიდევ აქ ვარ, ცოცხალი ვარ"- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ჯერ-ჯერობით მყარი მტკიცებულების სამეცნიერო კვლევა არ არსებობს იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ამ წამალს კორონავირუსის დამარცხება. ამ დროისთვის კლინიკური ცდები ჯერ კიდევ პროცესშია.

თუმცა არსებობს კვლევები, სადაც მის არაეფექტურობაზე საუბრობენ.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰიდროქსიქლოროქინი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური საშუალება არაა და ის გულის სერიოზულ დაავადებებსაც იწვევს.

ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის გაფრთხილებით ჰიდროქსიქლოროქინის მოხმარება კორონავირუსის პრევენციის მიზნით არ შეიძლება და მისი გამოყენება მხოლოდ კლინიკურ ცდებიაშია დასაშვები, რადგან ამ წამალმა შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი ან მძიმე გვერდითი მოვლენები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები