დღეს კახეთში "მსოფლიო რბენის" ღონისძიებაში 5000 მსურველი იღებდა მონაწილეობას. რბენა 33 ქვეყანაში ერთიდაიგივე დროს დაიწყო, მამაკაცებს შორის გამარჯვებული გახდა 37 წლის გიორგი შეკრელიძე, მან 35 კილომეტრი გაირბინა, ქალებს შორის კი ყველას აჯობა 21 წლის ნინო მიქაძემ, მან თითქმის 30 კილომეტრი გაირბინა. ეტლით მოსარგებლე ქალბატონებს შორის გამარჯვება რუსთაველ ირმა ზვერიაშვილმა მოიპოვა, მან 8 კილომეტრი გაიარა, ხოლო ეტლით მოსარგებლე მამაკაცებს შორის გიორგი თაყნიაშვილი გახდა, მან 7 კილომეტრი გაიარა. შეგახსენებთ რომ ღონისძიება საქველმოქმედოა და მსოფლიოს მასშტაბით შეგროვებული თანხა ზურგის ტვინის დაავადებულთა კვლევას ხმარდება.