ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

2020-05-17 12:16:51

COVID19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები - "ინფო რუსთავი" წარმოგიდგენთ თუ რა ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და როგორ შეიცვალა მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.

რუსეთი - ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის რუსეთშია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის რუსეთმა მეორე ადგილზე გადმოინაცვლა. დაინფიცირებულთა რაოდენობა 281 752შეადგენს, მათ შორის 67 373 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 2631 გარდაცვლილი.

თურქეთი - თურქეთში კი საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი გარდაცვლილია. დაინფიცირებულია 148 067 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 108 137 ადამიანი, გარდაცვლილი კი 4096.

სომხეთი -  დაინფიცირებულია 4472 ადამიანი, მათ შორის 1925 გამოჯანმრთელებილი, 60 გარდაცვლილი.

აზერბაიჯანი -  დაფიქსირებულია 3138 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1944 ადამიანი, 36 კი გარდაცვლილი.