ათენში 9 ქართველი დააკავეს

2020-05-16 18:56:07

ათენში საბერძნეთის პოლიციამ 9 ქართველი დააკავა. მათგან 8 მამაკაცია, ხოლო 1 ქალი.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ქართველი დაკავებულები კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, რომლებსაც ათენის სხვადასხვა ადგილას ბრალად 30-ზე მეტი სახლის ძარცვა და ქურდობა ედებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები სახლებში თანამზრახველების დახმარებით აღწევდნენ, რომლებიც გაძარცვულ სახლებში მუშაობდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების წევრებს სპეციალური გასაღები ჰქონდათ, რომლის დახმარებითაც კარის საკეტებს ადვილად აღებდნენ.

პოლიციამ დაკავებულების ჩხრეკის შემდეგ სახლებიდან მოპარული მობილურები, კომპიუტერები, ტექნიკა, ძვირფასი სამკაულები და საათები ამოიღო, რომელთა საერთო ღირებულება 150 ათას ევროს აღწევს.

დაკავებული ქართველები სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები