"სარდაფებიდან ხდება ჭარბი წყლის ამოტუმბვა"

2020-05-15 16:18:46

რუსთავში, სხვადასხვა მისამართზე, მოსახლეობის განცხადების საფუძველძე, სარდაფებში ჭარბი წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.

"ინფო რუსთავს" ა(ი)იპ "რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელმა ზვიად ლაბაძემ განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარდაფებში დაფიქსირდება ჭარბი ნალექი, პრობლემის აღმოფხვრა სრულიად უფასოდ ხდება.

"ჩვენ ვახორციელებთ ამოტუმბვის სამუშაოებს ნებისმიერ მისამართზე, სადაც ამხანაგობა გვყავს არჩეული. ყველა მისამართზე ვადგენთ პრობლემას და შემდგომ ვახორციელებთ საჭირო სამუშაოებს. ჩვენი პროგრამა არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, უნდა მოგვმართონ და ჩაგვაყენონ საქმის კურსში, დარეკონ ცხელ ხაზზე ან დაგვიკავშირდნენ ამხანაგობის მეშვეობით და აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას", - განაცხადა ზვიად ლაბაძემ.