თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

2020-05-14 18:02:37

„მიმდინარე წლის 15 მაისის 24 საათიდან 19 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის 15 ქალაქში“, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აქვეყნებს.

დიპლომატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა კორონავირუსის პრევენციის მიზნით ამოქმედდა, წესის დარღვევის შემთხვევაში კი ადამიანები დაჯარიმდებან.

ჯანჟღავა დამატებითი კითხვის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს ცხელ ხაზზე დაკავშირების სთხოვს.

„თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 15 მაისის 24 საათიდან 19 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი.