იტალიაში მიგრანტები ლეგალურად დასაქმდებიან

2020-05-14 15:56:52

იტალიის მთვრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში მყოფი მიგრანტები, მათ შორის ქართველებიც, ლეგალურად შრომის უფლებას მოიპოვებენ.

მათი გადაწყვეტილებით ის პირები, რომლებიც ოფიციალური საბუთების გარეშე იმყოფებიან იტალიაში და ისე მუშაობენ, სახელმწიფოსგან სპეციალურ დოკუმენტს მიიღებენ, რაც მათ დროებით ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის საშუალებას მისცემს.

მიგრანტებს ასევე იტალიის ჯანდაცვისა და სხვა სერვისების მიღების საშუალება მიეცემათ.

მმართველი კოალიცია კორონავირუსისგან გამოწვეული კრზისისგან თავის დასაღწევად ეკონომიკის მასტიმულირებელ 60 მილიარდიან პაკეტზე მუშაობს.სწორედ ამ პაკეტში შედის მიგრანტებისთვის ლეგალური დოკუმენტის მიცემა.