ხანძარი იყო რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ფიჭვის ხეს გაუჩნდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს ადგილობრივებმა განუცხადეს სავარაუდოდ ფანჯრიდან სიგარეტის ნამწვი ან ასაფეთქებელი გადმოაგდეს.
ამდროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამასველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.