რუსთავის "ხარები" საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა (ფოტოები).

2016-11-09 18:47:25

რუსთავის სარაგბო სტადიონზე, რუსთავის ხარებსა და საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს შორის ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა საინტერესოდ და სანახაობრივად წარიმართა და საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით 25:10 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა 10 დღიანი შეკრება გაიარა და 4 დღეში ჩრდილოეთ ირლანდიაში მიემგზავრება, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიის 20 წლამდე ნაკრებს დააუპირისპირდება.