პარკის გახსნის თარიღი ცნობილია

2020-05-12 17:15:50

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი, სავარაუდოდ 16 მაისს გაიხსნება.

"რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის გიორგი გოროზიას თქმით, ამ ეტაპზე, პარკში მიმდინარეობს, როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ხე-მცენარეების შეწამვლის სამუშაოები სპეციალური რეკომენდირებული ხსნარებით.

"რუსთავ სერვის" ცენტრის თანამშრომლები, ასევე, ტერიტორიის დასუფთავებისა და გათიბვის სამუშაოებს ახორციელებენ.

"შაბათისთვის ვაპირებთ კულტურისა და დასვენების პარკის გახსნას და ყველანაირად მოწესრიგებული იქნება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და გარემოს დაცვამ გამოგვიყო სპეციალური ტექნიკა თავისი მძღოლით რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. მიმდინარეობს შეწამვლის სამუშაოები მათი ტექნიკის და თანამშრომლის მეშვეობით, ასევე ჩართულები ვართ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები ყველა ღონისძიებაში", - განაცხადა გიორგი გოროზიამ.