სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოში ცეცხლი გაჩნდა

2020-05-12 13:06:24

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის წმინდა გიორგის საავადმყოფოს 6 სართულზე, სადაც ინტენსირუი ზრუნვის განყოფილება იყო განთავსებული, ცეცხლი გაჩნდა.

ინფორმაციას რუსეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მკურნალობდნენ.

შემთხვევას საავადმყოფოში 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი ემსხვერპლა, რომლებიც სასუნთქ აპარატებზე იყვნენ შეერთბულები.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი სასუნთქ აპარატზე მოკლე ჩართვა, ან მისი გაუმართაობა იყო.

ბოლო რამდენიმე დღეში რუსეთში ცეცხლი მეორედ გაჩნდა იმ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ.

მაშველებმა სანქტ-პეტერბურგის წმინდა გიორგის სახელობის სავაადმყოფოდან 150 ადამიანის ევაკუირება მოახერხეს.

ბოლო მონაცემებით რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება.

COVID19-ით ინფიცირებულია 232 243 ადამიანი, ხოლო 2116 გარდაცვლილი.   

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები