"რეგიონში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, ალბათ, ზაფხულის ბოლოსთვის ხარისხიანად გვექნება დასრულებული" - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.
რწმუნებულის თქმით, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პროექტების განხორციელებისას გარკვეული შეფერხებები შეინიშნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
"ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ბუნებრივია ამ თვეების მანძილზე იყო გარკვეული დაყოვნებები. სადაც დასაბუთება იქნება ვადებთან დაკავშირებით, რაც არგუმენტებით იქნება გამყარებული, ბუნებრივია მივიღებთ მხედველობაში და ვადებიც იქნება გაგრძელებული ერთი თვით ან თვენახევრით", - განაცხადა რწმუნებულმა.
შოთა რეხვიაშვილმა, ასევე ბიუჯეტის ათვისებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პირდაპირ პროპორციულია ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპები ბიუჯეტთან კავშირში და თუ იქნება ვადები გაგრძელებული შესაბამისად გადაიწევს ბიუჯეტის ათვისებაც 1 თვით.