The Guardian-ის ინფორმაციით, ვენეციის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქის კულტურული იერსახის შენარჩუნების მიზნით ქალაქში ახალი საშაურმეების გახსნა აკრძალა. გარკვეული შეზღუდვები დაწესდა იმ დაწესებულებებზეც, სადაც შაურმის შეკვეთა შეიძლება. კანონი, რომელიც ხუთშაბათს იქნა მიღებული, შესაძლოა, მაღაზიებში პიცის გაყიდვასაც შეეხოს. ვენეციის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაოლა მარის განცხადებით, ისინი მზად არიან შეზღუდონ ყველა ის ქმედება, რაც ქალაქი იერსახისა და კულტურული მემკვიდრეობისთვის შეუფერებელია. მისივე თქმით, ისეთი ტურისტული ქალაქის წინაშე, როგორიც ვენციაა, დგას ინდივიდუალურობის დაკარგვის საშიშროება. ამიტომ, მათთვის უფრო პრიორიტეტულია ნაციონალური კერძების წინა პლანზე წამოწევა. ვენეცია არ არის ერთადერთი იტალიური ქალაქი, სადაც მსგავსი შეზღუდვები დაწესდა. სწრაფი კვების ობიექტების შესახებ დადგენილება, უფრო ადრე ვერონასა და ფლორენციაშიც მიიღეს.