Teslas და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ამბობს, რომ ის მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც დაახლოებით 5 წელში ენებს გამოუსადეგარს გახდის.
როგორც Independent-ი იუწყება, შემდეგ წელს კომპანია შეძლებს, რომ ტექნოლოგი სახელად Neuralink ადამიანის ტვინთან დააკავშიროს.
მასკის თქმით, ახალი ტექნოლოგიის საშუალებით მომავალში ლაპარაკი საჭირო საერთოდ აღარ იქნება.
"ჩიპს წვდომა ექნება ტვინის ნებისმიერ წერტილთან და შესაძლებელი იქნება, რომ მისი საშუალებით მხედველობაც კი გაუმჯობესდეს. ასევე ის გაასწორებს ყველა ხარვეზს, რაც ტვინს აქვს“, - განაცხადა მასკმა.