როდის აღდგება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადააყვანა? ამ კითხვით რუსთაველები "ინფო რუსთავს" თითქმის ყოველდღე მიმართავენ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე მეტ საფრთხეს შეიცავს.
ჯერჯერობით ისევ უცნობია როდის მოხდება მგზავრების რუსთავიდან თბილისში და უკან გადაყვანა.