ახალი სკანდალი ჯანმოს გარშემო

2020-05-10 17:03:36

გერმანული გამოცემა "შპიგელი" ახალ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს, ადჰანომ გებრეიესუსს, პირადად სთხოვა, რომ კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შესახებ ინფორმაცია დაემალა.

გამოცემა გერმანული დაზვერვისგან(BND) მოპოვებულ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით 21 იანვარს ჩინეთის პრეზიდენტმა პირადად სთხოვა ჯანმოს დირექტორს ინფორმაციის დამალვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ ბრალდებებზე საპასუხო განცხადება გაავრცელა. სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთის პრეზიდენტსა და ჯანმოს დირექტორს 21 იანვარს არ უსაუბრიათ და მათ სატელეფონო საუბარი არც არასდროს ჰქონიათ.

ასევე მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთმა კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შესახებ ინფორმაცია 20 იანვარს გაავრცელა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის მიმართ ეს პირველი ბრალდება არაა.

აპრილში ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჯანმო ჩინეთის პროპაგანდის იარაღად მოიხსენია და მალევე ორგანიზაციას დაფინანსებაც შეუწყვიტა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები