კრემლთან დაკავშირებული ჰაკერთა ჯგუფი საქართველოში

2020-05-10 16:32:28

ინგლისური გამოცემის Daily mail-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა ინგლისის იმ ინსტიტუტებიდან, სადაც კრონავირუსის შესახებ კვლევები მინდინარეობდა, სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს.

მათ შორისაა სავადმყოფოები და უნივერსიტეტები.

გამოცემის ცნობით, ჰაკერთა ჯგუფი ირანთან და რუსეთთანაა დაკავშირებული.

ჰამერსმიტის სამედიცინო კვლევით(HMR) კლინიკაში აცხადებენ, რომ 14 მარტს კლინიკის სერვერებიდან პასპორტების, სადაზღვეო მონაცემების, ვიზა ბარათებისა და მათ შორის პაციენტების სამედიცინო ჩანაწერების გადაწერა და მოპარვა დაფიქსირდა.

Daily Maili-ის ინფორმაციით, ჰაკერების ჯგუფი, რომელთაც სამედიცინო ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებულები და  კრემლთან და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან არიან დაკავშირებული.

ჰაკერები ინფორმაციის უკან დაბრუნების სანაცვლოდ ინგლისისგან 2 მილიონ ფუნტს ითხოვენ.