ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

2020-05-10 15:34:03

COVID19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები - "ინფო რუსთავი" წარმოგიდგენთ თუ რა ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და როგორ შეიცვალა მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.

რუსეთი - ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის რუსეთშია, ასევე ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზეა. დაინფიცირებულთა რაოდენობა 209 688 შეადგენს, მათ შორის 34 306 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 1915 გარდაცვლილი.

თურქეთი - თურქეთში კი საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი გარდაცვლილია. დაინფიცირებულია 137 115 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 89 480 ადამიანი, გარდაცვლილი კი 3739.

სომხეთი -  დაინფიცირებულია 3313 ადამიანი, მათ შორის 1325 გამოჯანმრთელებილი, 45 გარდაცვლილი.

აზერბაიჯანი -  დაფიქსირებულია 2422 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1620 ადამიანი, 31 კი გარდაცვლილი.