მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილში ის საავადმყოფო დაიწვა, რომელშიც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდნენ.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ცეცხლი ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში გაჩნდა.
განყოფილებიდან 5 პაციენტის გამოყვანა მოასწრეს, თუმცა ცეცხლმა ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც შეიწირა.
შემთხვევის დროს შენობიდან 250 ადამიანის ევაკუირება მოხდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
მოსკოვის 50-ე საავადმყოფში 700-მდე ინფიცირებული მკურნალობს.
ბოლო მონაცემების თანახმად, რუსეთის მასშტაბით სულ კორონავირუსის 209 688 დადასტურებული ფაქტია, ხოლო 1915 ადამიანი ვირუსს შეეწირა.