რუსთავიდან გაგზავნილი ტესტის პასუხები ცნობილია

2020-05-10 11:02:12

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 12 პაციენტს ახალ კორონავირუსზე ტესტი აუღეს, რომლის პასუხებიც ლაბორატორიიდან უარყოფითი მოვიდა - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 12 პაციენტს შორის, 4 სამხედროა, რომლებსაც ვირუსზე ტესტი მეორედ ჩაუტარდათ.

"ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია. სამხედროებს არაკოვიდვირუსული ინფექციით გავაჩერებთ სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღე. ჯერ-ჯერობით მშვიდი სიტუაციაა", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დანარჩენი 8 პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში, საკარანტინო სივრცეებიდან შეიყვანეს.