რამდენ ოჯახს გაეწია დახმარება

2020-05-09 17:53:59

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, რუსთავის მერიამ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის დახმარება გაუწია.

"ინფო რუსთავის" კითხვას, თუ რამდენმა რუსთაველმა მიიღო ქალაქის მერიისგან დახმარება სასურსათო პროდუქტების სახით, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ უპასუხა რომ: - ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს მერიის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე მოქალაქეთა საკვებით უზრუნველყოფას. დღეის მონაცემებით საკვები პროდუქტებით დაკმაყოფილდა 12 007 ოჯახი.

"ინფო რუსთავის ინფორმაციით" სურსათი გადაეცა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტყოხელა დედებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ობოლ ბავშვებს, ბაღის აღსაზრდელების ოჯახებს და იმ პირებს, რომლებმაც დახმარებისთვის მერიის ცხელ ხაზს მიმართეს.