2016-11-09 17:53:23
ბიო უსაფრთხოების პუნქტში ცხვრის ბანვა მიმდინარეობს. წლის განმავლობაში ორჯერ, ცხოველების მიგრაციის პერიოდში, პუნქტში ცხვრების, ძროხების და სხვა შინაური პირუტყვის გაბანვა ხდება. ცხოველებს სპეციალურად შეზავებული ხსნარებით ბანენ, რათა მოხდეს მათი გაწმენდა მწერებისგან. სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის სამმართელოს ხელმძღვანელი მირანგულა ლიპარტელიანის განცხადებით, ზემოთ აღნიშნული პროცედურა, ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს. ცხოველების ბიო უსაფრთხოების პუნქტში მიყვანა და პროცედურების გავლა ფერმერებისთვის უფასოა.