თურქეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

2020-05-07 12:49:50

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. მამაკაცებს ბრალად ქურდობა ედებათ.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, მამაკაცებს პირბადეები ეკეთათ, ამის გამო, სათვალთვალო კამერებიდან, პირების დადგენა და დაკავება ვერ ხერხდებოდა.

თურქეთის პოლიციამ მათი იდენტიფიცირება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც მამაკაცებმა, ერთ-ერთ ქუჩაზე პირბადეების მოხსნა გადაწყვიტეს.

გამოძიებით, დადგინდა, რომ 35 წლის გ.კ.-მ და გ.ტ.-მ, 8 სხვადასხვა საცხოვრებელი სახლიდან 250 000 ლირის ოდენობის ძვირფასი სამკაულები და ნივთები მოიპარეს.