ცათამბჯენი იწვის [VIDEO]

2020-05-06 03:03:08

არაბთა გაერთიანებულ საამიროს ქალაქ შარჯაში ცათამბჯენი იწვის. [ვიდეო/video]

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, არაბთა საამიროს ერთ-ერთი ყველაზე დიდ ქალაქში ცეცხლი 48 სართულიან შენობას გაუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მეათე სართულზე გაჩნდა.

ადგილზე ათობით სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
ისინი ცეცხლის ჩაქრობას დრონებითა და სახანძრო ავტომობილებით ცდილობენ.

ცათამბჯენის ნამსხვრევები ქუჩაში ცვივა.

ამ დრომდე უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი და რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები