ფეხბურთელმა სიკვდილი გააყალბა

2020-05-08 00:54:01

კონგოელი ფეხბურთელი ჰიანიკ კამბა, რომელიც დადასტურებული ინფორმაციით 2016 წელს ავტოავარიაში მოყვა და გარდაიცვალა, ერთი კვირის წინ გერმანიაში ცოცხალი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულმა გამოცემამ Bild-მა გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, 33 წლის ჰიანიკ კამბა რურში ცხოვრობს და ქიმიურ ტექნიკოსად მუშაობს. მამაკაცი მანამდე გერმანული საფეხბურთო კლუბის "შალკეს" წევრი იყო.

მისი ყოფილი საფეხბურთო კლუბი აცხადებს, რომ ფეხბურთელის გარდაცვალება მათი კლუბისთვის დიდი დანაკარგი იყო.

გამოცემის ვარაუდით, ფეხბურთელმა სიკვდილი დაზღვევის გამო გააყალბა, რომელსაც მისი მეუღლე და შვილი მისი გარდაცვალების შემდეგ ღებულობდნენ.

დაწყებულ გამოძიებაშიც მთავარი ფიგურანტი მისი მეუღლეა, რომელმაც სადაზღვეო კომპანიას გარდაცვალების ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები