მე-4-დან მე-8 კლასამდე მოსწავლეთა შედეგები უარესდება

2017-05-05 14:37:08

მე-4 და მე-8 კლასელი ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში TIMSS-ის საერთაშორისო საშუალო ნიშნულს ჩამორჩება. აღნიშნულის შესახებ  TIMSS-ის საერთაშორისო კვლევაშია ნათქვამი. 2015 წლის შედეგებით, კვლების თანახმად, მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22 % და მერვეკლასელ მოსწავლეთა 28% მათემატიკაში მინიმალურ ცოდნასაც არ ფლობს; ბუნებისმეტყველებაში კი მსგავსი შედეგი მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 26% და მერვეკლასელთა 30%-ს აქვს.

TIMSS-ის კვლევაში საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს. აღნიშნული კვლევა ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მე-4 და მე-8 კლასებში მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს.