ქვემო ქართლის მასშტაბით ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. პროექტის ორგანიზატორები, დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც,ფესტივალში მონაწილეობის მსურველთათვის მასტერკლასები რუსუდან სებისკვერაძემ ჩაატარა. მსგავს მასტერკლასებს, ცნობილი მომღერლები და კომპოზიტორები, რეგიონის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ჩაატარებენ. ქართული სიმღერის კონკურსი, რეგიონში, უკვე მეორედ იმართება და ორგანიზატორების განცხადებით, „სხვა საქართველო სად არის“ ჩატარება ტრადიციულ სახეს მიიღებს.