მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-04-29 23:22:54

2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 30 აპრილს დასავლეთ საქართველოში +29, აღმოსავლეთ საქართველოში კი +25 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 30 აპრილს +22 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 30 აპრილი +23°C, 1 მაისი +25°C, 2 მაისი +23°C, 3 მაისი +20°C.