ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში, ქმარმა ცოლი მოკლა. 28 წლის ახალგაზრდა მამკაცმა, 24 წლის მეუღლეს, სასკივდილო ჭრილობა დანით მიაყენა. სავარაუდოდ, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცოლის ტელეფონში ღამით მოკლე ტექსტური შეტყობინენა ნახა, და სწორედ ეს გახდა მკვლელობის მიზეზი.
გარდაცვლილს მცირეწლოვანი ბავშვები დარჩა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.