შსს მოქალაქეებს მიმართავს

2020-04-28 10:57:12

რუსთავში სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლი 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს სასაფლაოებთან მისასვლელი გზები აქვთ გადაკეტილი.

ცოტახნის წინ უწყებამ განცხადებაც გაავრცელა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია.

შესაბამისად, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას.