2016-11-09 10:21:46
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილების საცობია, ავტოსაგზაო მოძრაობის შეფერხება ავარიამ გამოიწვია. დაახლოებით 9:00 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში მოხდა, ერთმანეთს რამდენიმე მანქანა დაეჯახა. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია, მგზავრების ინფორმაციით ისინი საცობში უკვე ნახევარ საათზე მეტია დგანან. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და ცდილობს საგზაო მოძრაობა აღადგინოს.