ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ასურეთთან დაახლოებით 18 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის პიკაპის ტიპის ავტომობილი და "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ოპელის მარკის ავტომობილში მყოფი 35 წლამდე ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით ოჯახი სოფელ კოდაში ცხოვრობდა, მათ ოთხი მცირეცწლოვნი შვილი დარჩათ. გარდაცვლილი ლ.დ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ააიპ-ში მუშაობდა.
შსს-ში აცხადებენ რომ - "გამოძიება მიმდინარეობს 276 მუხლის მე-7 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც 2 ან 2-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია".