საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადა ამოეწურათ, საერთაშორისო ფრენების შეწყვეტიდან და საქალაქთაშორისო მიმოსვლის აკრძალვიდან მის აღდგენამდე, მათზე არ გავრცელდება საჯარიმო სანქციები - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დროებით შეწყდა ყველა საერთაშორისო ფრენა და აიკრძალა საქალაქთაშორისო მიმოსვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება ამ პერიოდში და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა, საერთაშორისო ფრენების შეწყვეტიდან და საქალაქთაშორისო მიმოსვლის აკრძალვიდან (მ/წლის 29 მარტიდან) მის აღდგენამდე, მათზე არ გავრცელდება საჯარიმო სანქციები" - წერია განცხადებაში.