შესაძლოა, ტრამპის პოსტები თეთრი სახლის მიერ გაკონტროლდეს

2017-05-03 15:51:46

Washington Examiner - ის ინფორმაციით, აშშ - ის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, ბობ კორკერი სამშაბათს ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც ტრამპს მობილური უნდა ჩამოერთვას. ბობ კორკერის უკმაყოფილება ტრამპის მიერ Twitter-ზე განთავსებულ პოსტს უკავშირდება, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი „პარლამენტის დახურვის“ შესახებ საუბრობს. პოსტში ტრამპი ამბობს, რომ 2018 წლის არჩევნებში ან მეტ რესპუბლიკელ სენატორს აირჩევენ ან 51%-ის მოსაპოვებლად წესებს შეცვლიან. „პარლამენტის დახურვაში“ ტრამპი, სავარაუდოდ, გულისხმობდა კონგრესის მიერ 2017 წლის ბიუჯეტის განხილვას. მთავრობას დაფინანსება ბოლოს 2013 წელს შეუწყვიტეს. კონგრესმა შეთანხმება ვერ შეძლო და მთავრობა 16 დღით დაიხურა. ბობ კორკერმა, ვიცე-პრეზიდენტთან და სხვა რესპუბლიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „კარგი იქნება, თუ ტრამპის პოსტები თეთრი სახლის მიერ გაკონტროლდება“. სენატორის თქმით, ტრამპის სტატუსმა გაართულა კონსესუსი როგორც რესპუბლიკური პარტიის შიგნით, ისე დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის. ინიციატივა ტრამპისთვის მობილურის ჩამორთმევის შესახებ სამშაბათს, თეთრ სახლში განიხილეს.