ისრაელში წასული ქართველების 23% უკან აღარ დაბრუნდა

2017-05-03 15:18:31

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომლებსაც ისრალეში არალეგალურად სამუშაოდ გამგზავრება სურთ. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს ისრაელთან უვიზო რეჟიმი, სამუშაო პირობებს არ ითვალისწინებს. ისრაელის მხარესთან შრომითი მიგრაციის ხელშეკრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის.

2016 წლის მონაცემებით, ისრაელში საქართველოდან 18437 ადამიანი შევიდა, უკან კი 14327 დაბრუნდა.საზღვარის გადაკვეთაზე უარი ეთქვა 3974 ადამიანს, 304-ს კი დეპორტი შეეხო.