მსოფლიო "ბიბლიური მასშტაბების“ შიმშილის წინაშე დგას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია - ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს.
როგორვ "ბიბისი" იუწყება, გაეროს ანგარიშის მიხედვით, შიმშილობის მქონე ადამიანების რაოდენობა, 135 მილიონიდან, 250 მილიონამდე გაიზრდება.
ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნებია: იემენი, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკა, ავღანეთი, ვენესუელა, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ნიგერია და ჰაიტი.
მსოფლიოს სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ, გაეროს უშიშროების საბჭოს, ვიდეო კონფერენციის დროს, განაცხადა, რომ: - უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად და სწრაფად. სიმართლე არის ის, რომ დრო ჩვენს მხარეს არ არის. მჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობით, ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ გუნდები და პროგრამები, რომლებიც აუცილებელია, რომ Covid-19-ის პანდემიის გამო, კატასტროფის წინაშე არ აღმოვჩნდეთ.