საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი სავარაუდოდ 4 მაისს გაიხსნება - ამის შესახებ გადაწყვეტილება, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში მიიღეს.
აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრის, ალი ასადოვის განცხადებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 18 აპრილის ნაცვლად, 4 მაისს დასრულდება.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, აზერბაიჯანი-საქართველოს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვა 4 მაისს, 00:00 საათამდე გახანგრძლივდა.