რომელი კონტინენტი გახდება COVID19-ის ახალი ეპიცენტრი

2020-04-17 19:30:57

მსოფლიო ჯანდავცი ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, აფრიკა შესაძლოა კორონავირუსის აფეთქების ახალი ეპიცენტრი გახდეს.

ინფორმაცია aljazeera ავრცელებს.

ჯანმოს თქმით, შესაძლოა კონტინეტზე 10 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს.
აფრიკაში ვირუსის აფეთქების შესახებ საუბრობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც (გაერო), რომლის გამოთვლითაც ყველაზე კარგი სცენარის განვითარების მიხედვით შესაძლოა კორონავირუსს აფრკაში 300 000 ადამიანს შეეწიროს, ხოლო 30 მილიონს გააღარიბებს.

ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში კი 3 მილიონზე მეტი შეეწირება და მილიარდზე მეტი დაინფიცირდება, თუ თავის დროზე არ გატარდება პრევენციული სამუშოები.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მონაცემებით აფრიკაში კორონავირუსით 18 000 ადამიანია დაინფიცირებული და 1000-მდე გარდაცვლილი, გაფრთხილებებს ვირუსის შესაძლო აფეთქებებზე მსოფლიოს ორი დიდი ორგანიზაცია უკვე იძლევა.