მდუღარე წყალი კორონავირუსთან საბრძოლველად

2020-04-17 10:11:28

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის, განცხადებით, რამდენიმე ადამიანმა კორონავირუსთან საბრძოლველად მდუღარე წყალი დალია, რადგან მათ ეგონათ, რომ ამით ვირუსისგან თავს დაიცავდნენ.

ეს ადამიანები მდუღარე წყლის დალევის გამო საავადმყოფოში ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობით აღმოჩნდნენ.

ვერ გეტყვით რამდენად მოერევა ეს კორონავირუსს, მაგრამ ბუნებრივია ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო მოქალაქეები, რომ ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ძალიან სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის",- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები