106 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

2020-04-15 19:27:47

106 წლის კენი ტიჩენმა, რომელიც ინგლისში ცხოვრობს კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას  CNN ავრცელებს.

"ის ჩვენი საავადმყოფოს ყველაზე ასაკოვანი პაციენტი იყო, შეიძლება მთელს ქვეყანაშიც",- განაცხადეს საავადმყოფოში.

გამოჯანმრთელებულ კენის საავადმყოფოს პერსონალმა კორიდორი მოუწყო და სახლში ტაშით გააცილა.

"ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამ ვირუსის დამარცხება შევძელი. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ჩემს ოჯახის წევრებს",- განაცხადა 106 წლის გამოჯანმრთელებულმა ქალმა.

კენი ტიჩენი 1913 წელს დაიბადა და გამოიარა პირველი, მეორე მსოფლიო ომები და ესპანური გრიპი. ის პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში მარტის შუა რიცხვებში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი კორონავირუსი დაუდასტურეს.