პაციენტებს კორონავირუსზე ტესტი აუღეს

2020-04-15 17:42:16

რუსთავის ცხელების ცენტრში 3 პირია მოთავსებული -  ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში რუსთავის საკარანტინო სივრცეებიდან შეიყვანეს.

საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას, პაპუნა ბახტაძემ აღნიშნა, რომ პაციენტებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ. ლუგარის ლაბორატორიიდან სამივე პაციენტზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.