ზაფხულიდან შესაძლოა გაზის ტარიფი გაიზარდოს. მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელი ირინა მილორავა ადასტურებს, რომ ამ დროისთვსი გაზის მიმწოდებელ 4 კომპანიას სემეკში შეტანილი აქვს განცხადება გაზის ტარიფის ზრდის მოთხოვნით, თუმცა გაიზრდება თუ არა ტარიფი დეტალურად ცნობილი სემეკის დასკვნის საფუძველზე გახდება. გაზის ტარიფის ზრდას პროგნოზირებს უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე. მისივე თქმით გაზის ტარიფი დიდი ხანია არ გადახედილა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო და დიდი ალბათობით ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა ივლისიდანაა მოსალოდნელი.