მკაცრი კარანტინი თურქეთში

2020-04-11 11:01:42

თურქეთში, მკაცრი კარანტინი გამოცხდდა. მოქალაქეებს გარეთ გასვლა 2 დღის განმავლობაში, სრულიად აეკრძალათ - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

"თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ. მიმდინარე წლის 10 აპრილის 24 საათიდან 12 აპრილის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება 3150 თურქული ლირის ოდენობით", - წერია განცხადებაში.