რატომ გადაღვარეს ათასობით ლიტრი რძე [video]

2020-04-13 16:47:19

ინგლისში რძის მწარმოებელი ფერმერთა ნაწილი იძულებული გახდა, რომ ათობით ათასი ლიტრი ახალი რძე გადაეღვარათ. ამის მიზეზად კი კორონავირუსს ასახელებენ. [ვიდეო/video]

ინფორმაციას ინგლისური გამოცემა BBC ავრცელებს.

რა კავშირი აქვს კორონავირუს რძის გადაღვრასთან?

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო დახურულია სკოლები, ბაღები, კაფეები, ყავის სახლები და რესტრონები. ეს კი იმ ადგილთა ჩამონათვალია, სადაც რძის მწარმოებელი ფერმერთა ნაწილი თავის პროდუქციას აბარებდა. მათი დახურვის შემდეგ კი ფერმერები რძეს ვეღარ ყიდიან.

ფერმერები ამბობენ, რომ უკვე დიდი ფინანსური ზარალი მიიღეს და მათი ნაწილი ამ ბიზნესისთვის თავის დანებებასაც აპირებენ.

BBC წერს, რომ შესაძლოა ამ ყველაფერმა პანდემიის დასრულების შემდეგ რძის პროდუქციის დეფიციტი გამოიწვიოს.