ჩინეთში ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალა

2020-04-10 15:07:35

პირველად ჩინეთში, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ძაღლი იმ პირუტყვთა სიიდან ამოიღეს, რომლის ხორცის ჭამაც ნებადართულია. პარალელურად მას შინაური ცხოველის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭეს, რაც მათ საკვებად გამოყენებისგან დაიცავს.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ძაღლი პირუტყვად აღარ განიხილება.

გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. ცნობილია, რომ კორონავირუსი ვუჰანის პროვინციის გარეული ცხოველების ბაზრობიდან გავრცელდა. მართალია ვირუსის პირველწყაროდ ღამურა ითვლება, თუმცა დადგენილია, რომ ინფექცია ფრინაველებსა და ძუძუმწოვრებზეც ვრცელდება.