ხშირად გვესმის კითხვა, გვიცავს თუ არა ნაჭრის პირბადეები. თუმცა CDC(ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა) საბოლოოდ გასცა ამ კითხვას პასუხი და თქვა, რომ ნაჭრის პირბადეების ტარებას შეუძლია კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. თუმცა მისი მოხმარების წესები უნდა დავიცვათ.
ჩვეულებრივი ნაჭრისგან დამზადებული პირბადე უნდა ვატაროთ მხოლოდ თავშეყრის ადგილებში, სადაც ყველაზე დიდი რისკია დაავადების გავრცელების, რადგან ვირუსი, შესაძლოა, არამხოლოდ დაბინძურებულ ზედაპირებიზე შეხებისა და ინფიცირებულთან კონტაქტით გადაგვედოს, არამდენ ვინმემ ჩვენს გვერდით ჩაიაროს, დაახველოს და ინფიცირბულის წვეთები ჩვენს ორგანიზმში სხვადასხვა გზით მოხდეს.
სწორედ ამიტომ, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ურჩევს ადამიანებს, რომ ნიღაბი მაშინატარონს, როცა გარეთ გასვლა უწევთან.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა უმეტესი ნაწილს ვირუსი ისე გადააქვს, რომ შესაძლოა მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდეს და არ იცოდეს, რომ ვირუსის მატარებელია. სწორედ ამ შემთხვევების დროს ნიღბის ტარება დაიცავს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ინფიცირებულთან ირიბი ან პირდაპირ კონტაქტი შეიძლებოდა ჰქონოდა.
ჩვეულებრივი ნაჭრისგან დამზადებული პირბადის გამოყენება არ შეიძლება 2 წლამდე ბავშვებში, ასევე ვისაც აწუხებს სუნთქვის გაძნელება. ნიღაბი არ უნდა მოიხმარონ მათაც, ვისაც მისი მოხსნა დამოუკიდებლად არ შეუძლია.
შეიძლება თუ არა ნაჭრის ნიღბის გარეცხვა?
ამერიკის დაავადებათა კონტროლი ამბობს, რომ ნაჭრის ნიღაბი აუცილებლად უნდა გაირეცხოს რუტინულად. რეცხვის სიხშირე კი მოხმარების სიხშირეზეა დამოკიდებული.
ასევე უნდა დავიცვათ ნიღბის მოხსნის წესებიც. მისი მოხსნის დროს არ უნდა შევეხოთ თვალებს, პირსა და ცხვირს და მოხსნის შემდეგ აუცილებლად კარგად დავიბანოთ ხელები.
CDC-ის მიერ გაცემული რეკომენდაციის თანახმად, სახლის პირობებში ნიღბის დასამზადებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვეულებრივი ნაჭერი, მაისური, თავსაბურავები და ასევე ყავის ფილტრებიც.
ნიღბის დამზადებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნაჭერი უნდა იყოს ისეთი, რომ მისი მოხმარებისას ჰაერის გატარება ხდებოდეს და სუნთქვა არ გაგვიძნელდეს.