"ვფიქრობთ, სახელები მართლაც ლამაზია"

2020-04-04 17:16:31

ინდოეთში, ქალაქ რაიპურში, მშობლებმა ტყუპებს კოვიდ და კორონა დაარქვეს - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

"ბიბისი"-ს ცნობით, მშობლებს ტყუპები, გოგო და ბიჭი შეეძინათ. აღნიშნული სახელები კი იმიტომ შეარჩიეს, რომ სჯერათ მსოფლიო შეძლებს ამ უდიდესი დაბრკოლების გადალახვას.

ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, ტყუპების დედამ განაცხადა, რომ: - სატრანსპორტო მოძრაობის შეჩერების გამო, სამედიცინო დაწესებულებამდე მისვლა ძალიან გაგვიჭირდა. მქონდა რთული მშობიარობა. მე და ჩემს ქმარს გვსურდა, რომ ეს დღე დაუვიწყარი ყოფილიყო. გვინდოდა, რომ უნიკალური და დასამახსოვრებელი სახელები აგვერჩია. გარდა ამისა, ვფიქრობთ, სახელები მართლაც ლამაზია.

მშობლების თქმით, ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, შესაძლოა ბავშვებს სახელები გადაარქვან.

RUSTAVI